ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა
677
იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა!
პირსა იხოჭს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა;
სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცნი ყოვლი გაამლოკლა;
მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.
678
მუნ მივიდა, სადა-იგი მისნი სპანი დაეყარნეს.
ნახეს, იცნეს; რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს.
შერმადინსცა ახარებდეს, ფიცხლა
კაცთა
თავნი არნეს:
„მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინნი...
