ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
628
„დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,
ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით;
ფრიდონ მითხრა: „გითხრობ რასმე, - ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, -
ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით“.
629
„მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
„დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, -
ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა, -
აქა ვდეგ...
