ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა

573
„ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე.
რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე.
მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე თვალი ვაგე,
მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.
574
„გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე.
ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანმცა, თუ მოღმა ვინ არე:
თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ-ჩამომდინარე,
აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა...