ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
523
„მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,
წიგნი მომართვა, ეწერა: „ვინ სჩან ალვისა ტანისად,
ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად“.
524
„შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!
ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა...
