ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

513
„დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;
ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,
რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.
514
„მიბრძანეს, თუ: „ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია;
ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;
ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,
ყმისა არ-სმა არად...