წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი
509
მივუწერე: „მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი,
სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!
510
„მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,
აწცა
ჩემთვის
ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,
რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა...
