ტარიელის ტირილი და დაბნედა
503
აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;
თქვა: „მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!“
იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,
პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.
504
ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;
ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,
კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა...
