წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
496
„მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია:
„თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია“.
მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;
მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემს წინა მომავალია.
497
„მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად.
აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად;
ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად,
ვჰკითხე, თუ: „ნეტარ, მისრულა მორჩი...
