ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

წიგნი ტარიელისა ინდოეთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა

469
„წიგნი დავწერე: „მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად!
მე ხატაელთა მიმუხლთეს, - თუცა მათ ეცა ზიანად, -
ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად“.
470
„რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,
წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,
ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,
მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე...