ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
426
„დილასა შევჯე, ვუბრძანე: „ჰკარით ბუკსა და ნობასა!“.
სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა.
ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,
უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.
427
„დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;
რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია,
მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:
„ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ...
