ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
412
„მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;
ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა,
ეწერა: „გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,
მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა“.
413
„ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!
შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;
სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
სიცილით მითხრა: „წამოვლე, მოგელის ლომსა...
