წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
406
„ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია,
სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
„არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,
ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?„
407
„მოეწერა: „რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა...
