ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
397
„დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,
ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;
წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;
კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული“.
398
„მონააო ასმათისი“, საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
მოეწერა: „გიბრძანებსო“, ვისი მესვა გულსა დანა.
ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!
