წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
393
„გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
მივსწერე: „მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი:
მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.
394
„ჩვენნო ძმაო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით;
ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით!
თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა...
