ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

387
„თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
პასუხად ვსწერდი: „მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაცა არ შენი ფერია!
სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია“.
388
„ასმათს ვუთხარ: „მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
ესე ჰკადრე: „რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,
აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
რასაცაღა...