წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი პირველი
382
„წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა;
მოეწერა მზისა შუქსა: „ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა;
მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა“.
383
„ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათნი ჯავრნი...
