ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა

346
კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა:
„დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;
მიბრძანა, თუ: „ქალი ვნახოთ“, ხელი ხელსა დამიჭირა.
მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?!
347
მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,
გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა...