ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო

315
„ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა;
საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა!
იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.
316
ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
ტანად ლომი და პირად მზე,...