ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველი

(10 ქულა/2 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა

182
ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:
საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს.
ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.
183
ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,
დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა,
მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
თქვა: „თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი...