წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
170
დაწერა, თუ: „ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,
თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!
171
„მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:
თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა,
ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,
პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა...
