ალი და ნინო

ყურბან საიდი

(10 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი

XXIX თავი

- დედაშენმა გაჭირვებით გშვა, ალი ხან. მაშინ ევროპელი ექიმები არ მოგვყავდა ჩვენი ქალებისათვის.

მამაჩემი ჩემთან ერთად იჯდა ჩვენი სახლის ბანზე და ჩუმი, სევდიანი ხმით ლაპარაკობდა.

- როცა სამშობიარო ტკივილები გაუძლიერდა, დედაშენს დანაყილი ფირუზის და ალმასის მტვერი მივეცით. მაგრამ ამან დიდად არ უშველა. ჭიპლარი ოთახის აღმოსავლეთ კედელზე ჩამოვკიდეთ ხანჯლისა და ყურანის გვერდით, რომ ძლიერი ყოფილიყავი. მერე ეს ჭიპლარი ყელზე თილისმად გეკიდა. ყოველთვის...