ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XXVIII თავი
„- დეიდა გყავთ?
- არა, დეიდა არა მყავს.
- იცით, ჩვენმა მოსამსახურემ ფეხი მოიტეხა.
- მოგზაურობა გიყვართ?
- დიახ, მიყვარს.
- თუმცა ვცდილობ, საღამოობით მხოლოდ ხილი ვჭამო.“
- ალი ხან, ვფიქრობ, იმდენ ინგლისურს მაინც მოვახერხებთ, რომ ამ ფრონტზე გავიმარჯვოთ. მართლა, შენ ვისკი თუ გასინჯე?
- ნინო, - ვიყვირე უცბად, - შენ რა მაგ წიგნის შემდგენელივით ლაპარაკობ?
- იოლი და სულელური ფრაზებია. რა...
