ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XXVII თავი
შემოდგომის პირველი დღეები იდგა სპარსეთში, როცა ენვერის ჯარმა ბაქო დაიკავა და ეს ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ ბაზარში, ჩაიხანებსა და სამინისტროებში. ქალაქიდან გამოქცეული დამშეული და დაქსაქსული უკანასკნელი რუსი ჯარისკაცები სპარსეთისა და თურქეთის ნავსადგურებს მოაწყდნენ. ისინი ჰყვებოდნენ, როგორ აღიმართა ციხე-სიმაგრის უძველეს გოდოლზე გამარჯვების ნიშნად წითელი დროშა, რომელზეც თეთრი ნახევარმთვარე იყო გამოსახული. არსლან აღამ თეირანის გაზეთებში არაჩვეულებრივი წერილი...
