ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XXVI თავი
მე და ნინო დივანზე ვისხედით, შუაში სპილოსძვლისფეხებიანი, სადაფით მოოჭვილი ნარდის დაფა გვედგა და კამათლებს ვაგორებდით, ფულზე, საყურეებზე, კოცნასა და ჩვენი მომავალი შვილების სახელებზე ვთამაშობდით. ნინო აგებდა, ითვლიდა თავის ვალებს და თან კამათელს აგორებდა. დაძაბულობისაგან თვალები უბრწყინავდა. თითებით სპილოს ძვლის ფეხებს ჩაბღაუჭებოდა, თითქოს ძვირფასი განძი იყო:
- შენ ბოლოს მომიღებ, ალი! - თქვა ნინომ ოხვრით, როცა წაგებული რვა ვერცხლის ფული ჩამითვალა. მერე დაფა...
