ალი და ნინო

ყურბან საიდი

(10 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი

XXV თავი

დივანზე ვიჯექი, წინ რუკა მქონდა ფართოდ გაშლილი. ხელში პატარა ჭრელი ალმები მეჭირა. რუკის ფერები ისეთი მკვეთრი და დამაბნეველი იყო, ზედ აღნიშნული მთების, ქალაქებისა თუ მდინარეების სახელები კი ისე იხლართებოდა ერთიმეორეში, რომ წაკითხვა ჭირდა. გვერდით გაზეთი მედო, რომელშიც სვეტებად ჩამოემწკრივებინათ ქვეყნების, მთებისა და მდინარეების სახელწოდებები. ორივეს გაფაციცებით ჩავცქეროდი და ვცდილობდი, გაზეთში შეცდომით დაწერილი სახელი და რუკაზე აბურდული გაურკვევლობა ერთმანეთთან...