ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XXIV თავი
უცნაურია! ნავთობით გაჟღენთილ ბიბი აიბატის სანაპიროსთან უკანასკნელი სროლა რომ გავიგე, მეგონა, ბედნიერი აღარასოდეს ვიქნებოდი. უკვე ოთხი კვირა იყო, აქ ვიყავი და შემრანის სურნელოვანმა ბაღმა ისეთი სიმშვიდით აღმავსო, თითქოს ისევ ვიპოვე სამშობლო.
ქალაქში იშვიათად გავდიოდი, შიგადაშიგ ვნახულობდი ნათესავებს, მეგობრებს, თეირანის ბაზრის ჩაბნელებულ ლაბირინთებში დავეხეტებოდი მსახურების თანხლებით.
ვიწრო ბილიკებზე დახლები ჩაედგათ და კარავივით გადაეხურათ ერთი...
