ალი და ნინო

ყურბან საიდი

(10 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი

XXIII თავი

ენზელი, რაშთი, სოფლები თუ ქუჩები - ყველაფერი უდაბნოს სულით იყო აღვსილი. დროდადრო ჰორიზონტზე სპარსული ფატა მორგანა - აბუ-იაზიდი - ეშმაკის წყალიც მოჩანდა. რაშთისაკენ გზა მდინარის გასწვრივ მიდიოდა. მდინარე დამშრალი იყო, მისი უზარმაზარი ფსკერი კი - დამსკდარი, როგორც, საერთოდ, სპარსეთის უმეტეს მდინარეებში. მხოლოდ რამდენიმე ტბორიღა დარჩენილიყო, რომელთა ნაპირებთანაც უძველესი დროის გიგანტური აჩრდილებივით აღმართულიყო დიდმუცელა და ნებიერა კლდეები. წინ ქარავანი მიდიოდა ზარების...