ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XXII თავი
უმთვარო ღამე იყო.
იალქნიანი ნავით კასპიის ზღვის ტალღებზე მივცურავდით. წყლის შხეფები ნავის ფსკერზეც ეცემოდა. შავი აფრები ღამით უზარმაზარი ფრინველის გაშლილ ფრთებს ჰგავდა. ნავის ფსკერზე დაგებულ ცხვრის ტყავში ვიყავი გახვეული.
ბოცმანი ერთი თექელელი, ფართოსახიანი, პირტიტველა ბიჭი იყო. გულგრილად მისჩერებოდა ვარსკვლავებს. თავი წამოვწიე და გავძახე:
- სეიედ მუსტაფა!
ნაყვავილარი სახე ჩემკენ გადმოიხარა. ხელში მარჯნის კრიალოსანი ეჭირა და...
