ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XX თავი
არ ვიცი, როგორ მოხდა. ერთ დღეს გავიღვიძე და ჩემ წინ ნინო იდგა.
- ძილისგუდა გამხდარხარ, ალი ხან, თანაც ხვრინავ. შენ ეგეთები სულ არ იცოდი. - თქვა მან და ლეიბის კიდეზე ჩამოჯდა ჩემ გვერდით.
წამოვდექი და გაოცება სულ არ შევიმჩნიე.
- ჰაშიშმა იცის. - ჩავილაპარაკე მოქუფრულმა.
ნინო ჩემკენ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა:
- მაშინ შეწყვიტე ჰაშიშის მოწევა.
- რატომ ეჩხუბები ძაღლს, შე შეუბრალებელო?
- ძაღლს? აჰ,...
