ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XIX თავი
სოფელში ბატებივით დამწკრივებულნი მოემართებოდნენ ქალები და ბავშვები. ეტყობა, შორი გზიდან ბრუნდებოდნენ. გადაღლილი, დაძაბული სახეები ჰქონდათ. ხელში სასუქითა და მიწით სავსე ტომრები ეჭირათ. თითქოს ძვირფასი განძიაო, გულში ისე იხუტებდნენ. როგორც ჩანს, შორეულ ხეობაში შეეგროვებინათ და ამისათვის თავიანთი ცხვრები, ვერცხლის ფული და ქსოვილები გაეღოთ. უნდოდათ, თავიანთი მშობლიური სალი კლდეების ზედაპირი ძვირფასი მიწით დაეფარათ, რომ ღარიბ მიწას მარცვალი გამოეღო და სოფელი გამოეკვება....
