ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XVIII თავი
ვიწრო ქვის ტერასა ხევს გადაჰყურებდა. შორს ხრიოკი, მიტოვებული კლდეები ყვითლად ბრწყინავდა, უზარმაზარი ქვები ერთიმეორეზე მიხერგილიყო. ხევის პირზე ოთხკუთხა უბრალო ქოხები ახლო-ახლო ჩაემწკრივებინათ. მათი ბანები ეზოებს წააგავდა. ქვემოთ მდინარე მიექანებოდა. კლდეზე, ქვა-ღორღში ვიწრო ბილიკი ჩადიოდა, და სადღაც უფსკრულში იკარგებოდა. ასეთი იყო აული - მთის სოფელი დაღესტანში.
ოთახი მუქი სქელი ჭილობით იყო ჩამობურული და ამიტომაც ბნელოდა. ვიწრო სახურავის შვერილი ორ სვეტზე იყო...
