ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XVII თავი
მეჰმედ ჰაიდარი წამოხტა. თვალები სულ დაჰპატარავებოდა.
- ახლავე ცხენებს შევკაზმავ! - შესძახა და გარეთ გავარდა. სახე მიხურდა, სისხლი თავში ამივარდა. ყურები მიწიოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცის უჩინარი ხელი თავში ჯოხს მირტყამდა. მეგონა, სიზმარში ვიყავი და ილიას ბეგის ხმა იქიდან მესმოდა:
- დამშვიდდი, ალი ხან, თავს ნუ დაკარგავ, სწორედ ახლა გმართებს ძალების მოკრება, მანამდე მაინც, ვიდრე დაეწევი. - მამშვიდებდა ის, თუმცა თავადაც გაფითრებული იდგა...
