ალი და ნინო

ყურბან საიდი

(10 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი

XVI თავი

დიდი მთავრის ჯარები ტრაპიზონში იდგა, დაიპყრეს ერზერუმი და ყურდიშის მთებით ბაღდადს მიადგნენ. ისინი თეირანთან, თავრიზთან და წმინდა ქალაქ მაშჰადთანაც განლაგდნენ. მტრის შავი აჩრდილი ნახევარ თურქეთსა და ნახევარ სპარსეთსაც ეცემოდა. დიდმა მთავარმა ქართველი თავადაზნაურობის კრებაზე მკაცრად განაცხადა: „რუსეთის მეფის ბრძანების თანახმად, მანამდე ვერ დავმშვიდდები, ვიდრე ბიზანტიური ჯვარი ახალი სხივმოსილებით არ გაბრწყინდება აია-სოფიას გუმბათზე“. ცუდი მდგომარეობა იყო ნახევარმთვარის...