ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XV თავი
მე და ნინო გოლოვინის ქუჩაზე კაფე „მეფისტოში“ ვისხედით. ჩვენ წინ, დავითის მთაზე, დიდი მონასტერი აღმართულიყო. ერთი დღე, როგორც იქნა, თავი დავაღწიეთ ბიძაშვილებს. ნინო მონასტერს გასცქეროდა. ვიცოდი, რაზეც ფიქრობდა. მაღლა, მამადავითზე, სასაფლაო მოვინახულეთ, სადაც ალექსანდრე გრიბოედოვი განისვენებს. საფლავის ქვაზე ეწერა: „შენი გონება და საქმე შენი უკვდავი არის რუსულ ხსოვნაში, მაგრამ რად ვარ მე ცოცხალი შენი სიკვდილის შემდეგ, ჩემო სიყვარულო!“ მასაც ნინო ერქვა, ნინო ჭავჭავაძე....
