ალი და ნინო

ყურბან საიდი

(10 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი

XIV თავი

დღეები დღეებს ცვლიდა, კვირები - კვირებს, თვეები - თვეებს. ბევრი რამ მოხდა ქვეყნად, სამყაროსა თუ სახლში. ღამეები უფრო გახანგრძლივდა. გუბერნატორის ბაღისკენ მიმავალ გზებს შემოდგომის ყვითელი ფოთლები უსიცოცხლოდ და ნაღვლიანად მოჰფენოდა. შემოდგომის წვიმამ თავისი ქნა და გარემო ჩამოაქუფრა.ზღვამ აქა-იქ ყინულები გადაიკრა და კლდოვან ნაპირებს ხმაურით ეხეთქებოდა. ერთ დილას ქუჩებმა თოვლის თხელი საფარი მოიკიდა და წამით თითქოს ზამთარიც დადგა. აქლემები ნაღვლიანად, დინჯად მოაბიჯებდნენ...