ალი და ნინო

ყურბან საიდი

(10 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი

XIII თავი

ზღვიდან წამოსულმა ნისლმა ქალაქი ბურუსში ჩაძირა.

პრომენადის გასწვრივ მივრბოდი. ჩამოწოლილ ბურუსში, როგორც დაბინდულ მინაში, შიგადაშიგ თუ ვხედავდი ზოგის შეშინებულ, ზოგის გულგრილ სახეს. უცბად რაღაცას წამოვკარი ფეხი და ვიღაც ამბალს დავეჯახე. ნავსადგურის მტვირთავი პირს აღლაჭუნებდა, ეტყობა, ჰაშიშს ღეჭავდა და შორეულ ველურ ხილვებში ჩაძირულიყო. მუშტები დავუშინე და ისევ გავიქეცი. სანაპიროსთან ჩამწკრივებული სახლებიდან გამოღწეული შუქი თვალებს მჭრიდა. შუშას დავადგი ფეხი....