ალი და ნინო

ყურბან საიდი

(10 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი

XII თავი

უდაბნო იდუმალებით აღსავსე ჭიშკარსა ჰგავს. ცხენის ფლოქვებქვეშ მტვერი და ქვიშა ირევა. თერგული ბედაურის უნაგირი ისეთი რბილია, თითქოს ბუმბულით იყოს სავსე. ამგვარ უნაგირზე დგომა, წოლა და ძილიც კი შეიძლება. უნაგირის ჯიბეებში ინახება მხედრის მთელი ავლა-დიდება - ერთი პური, ერთი ბოთლი არაყი და ყაბარდოს სოფლებში მოპარული ფული. ჩემი უნაგირის ჯიბეები ცარიელი იყო. ყურს ვუგდებდი უდაბნოს ქარის ზუზუნს, გავცქეროდი ნაცრისფერი ქვიშის უსასრულობას. მხრებზე მოგდებული ყაბარდოული ნაბადი მთელ...