ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
XI თავი
ჯოხს ორი მხარე აქვს - თავი და ბოლო. აქედან დაიჭერ, ბოლო თავი გახდება, იქიდან ამოაბრუნებ და პირიქით. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ისევე ვიყავი, როგორც ამ ერთი თვისა თუ ერთი წლის წინ. გარეთ ისევ ის ომი იყო, იგივე გენერლები იმარჯვებდნენ და მარცხდებოდნენ. და ისინი, ვინც უწინ მშიშარას მიწოდებდნენ, ახლა რომ ჩავუვლიდი, თვალებს ხრიდნენ, ნათესავები და ნაცნობები ჩემს გამჭრიახობას ხოტბას ასხამდნენ და აღარც მამაჩემი მიმზერდა გაოცებული.
ერთ დღეს ქალაქში ასეთი ამბავი...
