ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
X თავი
თვალები დავხუჭე, თითებით ყურები დავიცე და საკუთარ თავში ჩავიძირე. როგორ იყო ეს მაშინ, თეირანში?
უზარმაზარი ცისფერი ქვის დარბაზის შესასვლელში ღირსეული შაჰ ნასრ ედ-დინის სახელი ეწერა. მთელი დარბაზი გადაჭედილი იყო მაყურებლებით. ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, აქ იყვნენ პატივცემული, ღირსეული ოჯახის წარმომადგენლები, მეოცნებე ყმაწვილები. ერთი სიტყვით, წარმოდგენას წმინდა ჰუსაინზე ათასი ჯურის მაყურებელი ესწრებოდა. თითქმის ჩაბნელებულ დარბაზში მხოლოდ ოთხკუთხა სცენა...
