ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
IX თავი
უძველესი ქალაქი აგვისტოს მცხუნვარე მზეში ნებივრობდა. დაღარული სახე სულაც არ შესცვლოდა. უამრავმა რუსმა დატოვა აქაურობა. ისინი ომში მიისწრაფოდნენ, რომ მეფისა და სამშობლოსათვის თავი გაეწირათ. პოლიცია გერმანელებისა და ავსტრიელების სახლებს ჩხრეკდა. ნავთობის ფასი ავარდა, რითაც ქალაქის კედლის აქეთა და იქითა მხრის მცხოვრებლები კმაყოფილნი ჩანდნენ. ომის ამბებზე მხოლოდ ჩაიხანაში თუ საუბრობდნენ ან გაზეთებში კითხულობდნენ. ომი შორს იყო, სხვა სამყაროში. დაპყრობილი ქვეყნების...
