ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
VIII თავი
- მითხარი, ალი ხან, ვინ არიან ჩვენი მეგობრები? - მკითხა ჩემმა ყოჩმა.
შუშის მთიან მიხვეულ-მოხვეულ გზაზე მივჩაქჩაქებდით. ჩემი ყოჩი უბრალო სოფლელი ბიჭი იყო და გაუთავებლად მეკითხებოდა ომზე და პოლიტიკაზე. ჩვენში დაბალი ფენის ადამიანები მხოლოდ სამ თემაზე საუბრობენ: რელიგიაზე, პოლიტიკაზე, საქმეებზე, ომის თემა კი სამივეს მოიცავს და დღეს ყველაზე აქტუალური გახდა. ყველგან: ქუჩაში, შინ თუ ყავახანებში მხოლოდ ამ თემაზე ლაპარაკობდნენ.
- ყოჩი, ჩვენი მეგობრები...
