ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
VII თავი
ერთი პატარა სახლის აივანზე ტახტზე ვიწექი და სიყვარულზე ვოცნებობდი. ჩემი სიყვარული სხვა იყო, ჩემი წინაპრების სიყვარულისაგან სრულიად განსხვავებული. მე ნინოს წყაროსთან არ შევხვედრივარ, ნიკოლოზის ქუჩაზე, სკოლის გზაზე გავიცანი. ამიტომაც განსხვავდებოდა მამაჩემის, პაპაჩემისა თუ ბიძაჩემის სიყვარულისაგან. აღმოსავლელის სიყვარული ერთ პატარა მოდუდუნე წყაროსთან ან შადრევანთან იწყება. ყოველ საღამოს მხარზე სურაშემოდგმული გოგონები წყაროსთან ჩადიან. შორიახლოს, წრეში ყმაწვილკაცები...
