ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
V თავი
„როცა ჩვენმა წინაპრებმა ამ მიწაზე ფეხი დაადგეს, რათა თავიანთი მოკრძალებული სახელი განედიდებინათ, უცბად შესძახეს: „ყარა ბაყ! - ნახე, აქ თოვლია!“ მთებს რომ მიუახლოვდნენ და უღრანი ტყე დაინახეს, მაშინაც იყვირეს: „ყარა ბაღ! - შავი ბაღი!“ და მას მერე ჰქვია ამ ქვეყანას ყარაბაღი. უწინ სიუნიქი ერქვა, სულ ადრე კი აგვარი. შენ უნდა იცოდე, ხან, ჩვენ უძველესი და ცნობილი ქვეყანა გვაქვს.“
ჩემი მსახური, მოხუცი მუსტაფა, რომელიც შუშაში თან მახლდა, სიამაყით აღვსილი დუმდა და...
