ალი და ნინო

ყურბან საიდი

(10 ქულა/4 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი

II თავი

ჩვენი სახლის ბრტყელ, ქარისგან დაცულ ბანზე გაფენილ ყარაბაღულ ხალიჩაზე ფეხმორთხმულნი ვისხედით მამაჩემი, ბიძაჩემი და მე. უკან ფარნებით ხელში მსახურები იდგნენ. ძალიან ცხელოდა. წინ კი მადის აღმძვრელი აღმოსავლური ნუგბარი კერძების მთელი წყება ეწყო: თაფლის ნამცხვარი, დაშაქრული ხილი, შამფურზე აგებული ცხვრის ხორცი, ქათამი ბრინჯით და ქიშმიშით.

როგორც ყოველთვის, ახლაც აღფრთოვანებული ვიყავი მამაჩემისა და ბიძაჩემის მოხერხებულობით. მარცხენა ხელს არც კი ხმარობდნენ,...