ალი და ნინო
ყურბან საიდი
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა დიოგენე
© დიოგენე
მთარგმნელი მაია მირიანაშვილი
I თავი
ბაქოს მეფის რუსეთის ჰუმანიტარული გიმნაზიის მესამე კლასში ორმოცი მოსწავლე ვიყავით: ოცდაათი მაჰმადიანი, ოთხი სომეხი, ორი პოლონელი, სამი სექტანტი და ერთი რუსი. ვისხედით და სულგანაბულნი ვუსმენდით პროფესორ სანინის ნაამბობს ჩვენი ქვეყნის უჩვეულო გეოგრაფიულ მდებარეობაზე:
- ევროპის კონტინენტის ბუნებრივ საზღვრებს ჩრდილოეთით - ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით - ატლანტის ოკეანე და სამხრეთით ხმელთაშუა ზღვა შეადგენენ. ევროპის აღმოსავლეთი საზღვარი რუსეთის იმპერიაში ურ...
