ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ძვირფასო მეგობარო აკაკი!

შავი წამები მიჰქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ არყოფნაზე. დიდი ხანია, რაც ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი, მაინც ჩვენი გულები ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, და მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა საყვარელია და თან საშინელი. ეხლა მინდა ჩემთან მოფრინდეს თეთრი ანგელოზი და შენთან გავატანო წერილი. მე მგონია ანგელოზები...