გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამო
აპრილის შვიდს სახელმწიფო თეატრში კიდევ იმართება საღამო ჩვენი მგოსნის გალაკტიონ ტაბიძისა. რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს ვიტყვით გალაკტიონის პოეზიაზე, განსაკუთრებით ამ წერილში. მაგრამ, ორიოდე სიტყვით მაინც გვინდა ხაზი გავუსვათ მის შემოქმედების ზოგიერთ თვისებებს. გალაკტიონს უმთავრესად თავისებურება ახასიათებს პოეზიაში და ეს გარემოება უეჭველია დადებითი მხარეა მისი შემოქმედებისა. საქართველოს პოეზიის რენესანსში გალაკტიონმა თავისი წვლილი...
