ახალ სამყაროში
სიმბოლიზმის ჯადოსნური ცეცხლის ალი მოედო ძველ შაბლონურ პოეზიას. დაიწყო ჩქარი რენესანსი ხელოვნებისა, რომლის სწრაფი გაქანებით იბნევა ბრილიანტებით შემოსილი ლანდები და წითელ რაშების თეთრი ზმანება. ამიერიდან ჩვენ არ შეგვაწუხებს ძველი დახავსებული პოეზიის მკრთალი ფერები. დღეს ალურ ფრთებით ვეშვებით ახალ სამყაროში, სადაც უხილავი სახეების ჩუმი თამაშია გამეფებული. ჩვენ არ შეგვაშინებს სივრცის უსაზღვროება, არც პატარა კაცუნების პრიმიტიული იერიშები, ჩვენ უკვე თეთრი სამოსით...
