„დაისები“
„დაისების“ ყველა ლექსი ბანაობს მუსიკის უსაზღვრო ზღვაში. ეჭვი არ არის, რომ „დაისები“ უნიკუმია საქართველოში. მისტიციზმმა, როგორც ძირითადმა ლეიტმოტივმა სიმბოლიზმისა, ვალ. გაფრინდაშვილის შემოქმედებაში ჰპოვა რეალური გამოხატულება. ის „ორეულები“, „ოფელიები“ და „მარსიფალები“, რომელიც ეზმანება პოეტს ახალ ქვეყანაში, აბსოლუტური თავდებია პოეტის უსაზღვრო ფანტაზიის და უძირო სულის. გაფრინდაშვილმა შეჰქმნა ისეთი მრავალფეროვანი პოეზია, რომელშიც გამოსჭვივის მისტიური სახე და ახალი...
