დილა სასაფლაოზე
სასაფლაოა.
ნისლია. ვაკე.
მოვედი. ვზივარ, მე დილის აქეთ.
დარდები
ისევ გულში წვებიან,
ირგვლივ გაშლილი საფლავებია.
იქ
მიდის ქალი სადაც კუთხეა,
აგერ ვიღაცას საფლავს უთხრიან.
და
მზიანია დილა სრულიად,
და საფლავები გაყინულია.
სასაფლაოა.
ნისლია. ვაკე.
მოვედი. ვზივარ, მე დილის...
